ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით მრგვალი მაგიდა გაიმართება.
- რა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ ვითარდება და რა შეუძლია მას?
- როგორ იყენებს მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტს და რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, როგორ იყენებენ ქართული ბიზნეს ორგანიზაციები მას?
- რას ელოდება ადამიანი/მომხმარებელი მისგან?
- ხელოვნური ინტელექტი და შეცვლილი რეალობა.
- ხელოვნური ინტელექტი – გამოწვევა კომპანიებისთვის.
- ხელოვნური ინტელექტი მენეჯმენტში – როგორ ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს?
- სწავლების თავისებურებები – როგორ ვასწავლოთ? ახალი საუნივერსიტეტო საგნები შეცვლილი რეალობის კვალდაკვალ.
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ მოწვეული სტუმრები:
- ქეთევან ლომინეიშვილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მოწვეული ლექტორი
- სანდრო ასათიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- ერეკლე მაღრაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიპირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის FB გვერდებზე.
თარიღი: 30 ნოემბერი
დასაწყისი: 13:00 საათი
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში