ცენტრის შესახებ

ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი დაარსდა 2018 წელს. იგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს და TBC ბანკის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. ცენტრის დანიშნულებაა ხელი შეუწყოს და გაამარტივოს სტუდენტთა ინტეგრირება შრომის ბაზარზე ბიზნესის მოთხოვნის შესაბამისად.

ცენტრის მიზნებია:

  • სტუდენტებისთვის აკადემიურ წინსვლაში დახმარების გაწევა;
  • აკადემიურ და სოციალურ-ეკონომიკურ წრეებს შორის კავშირის უზრუნველყოფა;
  • სტუდენტების პროფესიული განვითარების გამარტივება.

ცენტრს აქვს ორი სივრცე პროფესიული და სოციალური, სადაც ის სტუდენტებს არაერთ უფასო სერვისს სთავაზობს. პროფესიულ სივრცეში სტუდენტები თავიანთ სფეროში კომპეტენციებსა და უნარ-ჩვევებს განივითარებენ და ის განკუთვნილია:

  • ტრეინინგებისათვის (ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე);
  • ლოკალური, რეგიონალური და საერთაშორისო პროექტების შექმნისათვის;
  • აკადემიური საქმიანობით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების გაძლიერებისათვის;
  • საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად. მაგ:. Tempus, Erasmus+… ;
  • დისტანციური სწავლების პროგრამების მომზადებისთვის.

სოციალური სივრცე სტუდენტების თანამშრომლობითი მუშაობის, სტუდენტთა კომპეტენციების განვითარებას, მათი პროექტების და საწარმოო იდეების ამოქმედებას ემსახურება, რაც გამოიხატება მათთვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერისა და ექსპერტიზის შეთავაზებაში. ეს სივრცე განკუთვნილია:

  • შეხვედრების სტუდენტი-საწარმო-უნივერსიტეტი (მრგვალი მაგიდა, სახელოსნო, საწარმოების ფორუმი, სემინარები) მოსაწყობად;
  • მასწავლებელთა ერთობლივი თანამშრომლობისთვის (მაღალი ხარისხის ინტერნეტი, საოფისე ინვენტარის ხელმისაწვდომობა, პრინტერი, სკანერი და სხვ.)
  • ღია კარის დღეების მოსაწყობად, ფართო პუბლიკისთვის გამიზნული ინფორმაციების (სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, საწარმოთა და უნივერსიტეტის წარმომადგენელთათვის) გასავრცელებლად;
  • სტუდენტური კონფერენციების გასამართად;
  • დასაქმების ფორუმების მოსაწყობად.

ცენტრის ორი თანამშრომელი სისტემატიურად ამზადებს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის, რომელიც მიმართულია აკადემიურ და ბიზნეს სამყაროს შორის დიალოგის სტიმულირებისკენ. ცენტრი ღიაა როგორც საგანმანათლებლო ასევე ბიზნეს სექტორისგან ყოველგვარი წინადადებების და შემოთავაზებების განსახილველად. ამ ეტაპზე როგორც პროფესიულ, ასევე სოციალურ სივრცეში საქმიანობა უსასყიდლოა.

ინფორმაცია ანიმატორების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, AUF-ის (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს) და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტით 2018 წელს გაიხსნა თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი – CANTT . აღნიშნული ცენტრის მიზნების განხორციელებას ემსახურება პროექტის ანიმატორების ქ-ნი ეკატერინე ლეჟავას (ekalejava@yahoo.fr) და ქ-ნი ეკატერინე გრიგოლიას (ukagrigolia@gmail.com) მიმდინარე საქმიანობები. მათ შორის:

  1. სამუშაო ვიზიტი თბილისის   „ტექნოპარკი საქართველო“-ს ფაბლაბებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით:
    • ბრტყელ ზედაპირზე ბეჭდვის აპარატი Mimaki;
    • პროგრამირებადი საკერავი მანქანა;
    • PCB დანადგარი.
  2. სტაჟირება საფრანგეთი, პარიზი (31.10.2018 – 9.11.2018):
    • პომპიდუს ცენტრი – „ახალი ფაბრიკის, 8-12 წლის ბავშვებისათვის განკუთვნილი ფაბლაბის ლაბორატორია“;
    • „მეცნიერებისა და მრეწველობის ქალაქი“ – სახელოსნოები:
      • „პროფესიული ცხოვრების შეცვლა, უნარების შეფასება, განვითარება-მონაწილეობა“;
      • ორიენტაციის არჩევა;
      • „იპოვე სამუშაო“ – სემინარში მონაწილეობის მიღება.
    • „Petit fablab de Paris” – ღია კარის დღე.
    • „Le Startup Weekend Saclay – Partech Shaker
      • „სტარტაპებისათვის აფტერვორკის შესწავლა. მსგავსი შეხვედრების ჩვენს სივრცეში მოსაწყობად CANTT-ის ქართველ მეწარმეთათვის“;
        • CNAM
      • ხელოვნური ინტელექტი;
      • მრგვალი მაგიდა „მიგრატორული გამოცდილება და პროფესიული ტრაექტორიები“.
  3. თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრში (CANTT) ჩატარებული შემდეგი ღონისძიებები:
    1. ტრენინგს უძღვებოდა ლიონის უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი სილვი დადომო:
      18 იანვარი – ტრენინგი ფრანგულენოვანი სტუდენტებისთვის;
      19 იანვარი – ტრენინგი ფრანგულენოვანი პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
      პროექტის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან CV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენას, ასევე გაეცნობიან საფრანგეთის სტუდენტურ სამუშაო ბაზარს, ხოლო პროფესორ-მასწავლებლები მიიღებენ ინფორმაციას, როგორც საფრანგეთში სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობების, ისე სტანდარტების შესახებ, რომლითაც შეასწავლიან სტუდენტებს გასაუბრების ხელოვნებას. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
    2. 29 იანვარი – ტრენინგს უძღვებოდა პროფესიული სწავლებისა და ხელოვნების ეროვნული კონსერვატორიის (CNAM) პროფესორი კიმ ვუ, პარიზიდან.
      „პროფესიული პროექტის შედგენა”.- ღონისძიება მიზნად ისახავდა ინდივიდუალური პროფესიული გეგმის შემუშავების ტაქტიკისა და მეთოდოლოგიის შესწავლას.
      ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
    3. 7 თებერვალი ტრენინგს “სამსახურის ძიების პროცესი” უძღვებოდა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის კლინიკური და ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი რუსუდან ღუდუშაური.
    4. 15 თებერვალი – ტრენინგს „როგორ დავიწყოთ ახალი საქმე” გაუძღვა ICD -ის (განვითარების საერთაშორისო ცენტრი) დირექტორი, Erickson Coaching International-ის სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენელი საქართველოში ლალი ბადრიძე.
    5. 2019 წლის 18 თებერვალს თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელიც 2018 წელს დაარსდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF (Agence universitaire de la Francophonie) და TBC ბანკია თანამშრომლობით.
    6. 28 მაისს თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრში სტუდენტების დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე მოსული სტუდენტები გაეცნენ საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიების რეალურ ვაკანსიებს და დაესწრნენ უცხოელი კოლეგების მიერ გამართულ ლექციებს დასაქმების სფეროში არსებული ტენდენციების შესახებ.
    7. 4 ივლისს თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრში გაიმართა მრგვალი თემაზე “როგორ დავიწყოთ ბიზნესი?” ქართველმა მეწარმე ქალებმა სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს საკუთარი გამოცდილება და რჩევები გაუზიარეს. ანა მიქაძე-ჩიკვაიძე – საქართველოს ყველის მწარმოებელთა გაერთიანება-გილდიის თავმჯდომარე, „ყველის სახლის“ დამფუძნებელი, ფესტივალების „ქართული ყველისა“ და „კავკასიური ყველის“ დამფუძნებელი; სოფიო ჯიქია – კომპანია „ჩირიფრუტის“ დამფუძნებელი; მარიამ კუბლაშვილი – ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო „ზღარბის“ დამფუძნებელი. ღონისძიება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის (CANTT), AUF (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს) თიბისი ბანკის თანამშრომლობით შედგა.
Scroll to top