მეწარმეობა და ტექნოლოგიური ინოვაციები

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართება ტრენინგი თემაზე „მეწარმეობა და ტექნოლოგიური ინოვაციები“

ტრენინგის მიზნები:

  • აამაღლოს ცნობადობა ტრენინგის მონაწილეებში მეწარმეობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • დაეხმაროს მონაწილეებს ინოვაციური სტარტაპ იდეების განვითარება- ჩამოყალიბებაში;
  • გააცნოს მონაწილეებს მეწარმეობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მნიშვნელობა;
  • გააცნოს მონაწილეებს ინოვაციური სტარტაპ კომპანიები, მათი გამოცდილება და წარმატების გზები;
  • დაეხმაროს მონაწილეებს ბიზნეს მათი იდეისათვის ბიზნეს გეგმის შექმნაში;
  • გააცნოს დაფინანსების წყაროების მოძიების მეთოდები და მათი პრაქტიკული გამოყენების გზები.

ტრენინგის თემატიკა 5 საათის განმავლობაში შემდეგ საკითხებად იქნება დაყოფილი:

  • რა არის მეწარმეობა;
  • რა არის ინოვაცია და რა მნიშვნელობა აქვს ინოვაციურ ტექნოლოგიებს მეწარმეობაში;
  • ტრადიციული ბიზნესისა და თანამედროვე, ინოვაციურ მეწარმეობას შორის ძირითადი განსხვავებები;
  • ინოვაციური ტექნოლოგიების სტარტაპ კომპანიების გაცნობა;
  • როგორ აღმოვაჩინოთ იდეა და ვაქციოთ სტარტაპად;
  • ინოვაციური ტექნოლოგიური სტრატაპ იდეის გენერირება- ვორქშოფი;
  • დაფინანსების წყაროები – მსოფლიოსა და საქართველოში;
  • ბიზნეს გეგმის შედგენა – canvas business model.

ტრენერი:
ანა გელაშვილი – ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, ექაუნთ-მენეჯერი

ღონისძიება გაიმართება პროგრამა zoom-ში:
https://us02web.zoom.us/j/85099210529…

Zoom-ში შემოსვლამდე გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://bit.ly/3kIpyyV

თარიღი: 26 ნოემბერი
დასაწყისი: 13:00 საათი

მეწარმეობა და ტექნოლოგიური ინოვაციები
Scroll to top