ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართება ტრენინგი თემაზე „მეწარმეობა და ტექნოლოგიური ინოვაციები“
ტრენინგის მიზნები:
- აამაღლოს ცნობადობა ტრენინგის მონაწილეებში მეწარმეობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით;
- დაეხმაროს მონაწილეებს ინოვაციური სტარტაპ იდეების განვითარება- ჩამოყალიბებაში;
- გააცნოს მონაწილეებს მეწარმეობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მნიშვნელობა;
- გააცნოს მონაწილეებს ინოვაციური სტარტაპ კომპანიები, მათი გამოცდილება და წარმატების გზები;
- დაეხმაროს მონაწილეებს ბიზნეს მათი იდეისათვის ბიზნეს გეგმის შექმნაში;
- გააცნოს დაფინანსების წყაროების მოძიების მეთოდები და მათი პრაქტიკული გამოყენების გზები.
ტრენინგის თემატიკა 5 საათის განმავლობაში შემდეგ საკითხებად იქნება დაყოფილი:
- რა არის მეწარმეობა;
- რა არის ინოვაცია და რა მნიშვნელობა აქვს ინოვაციურ ტექნოლოგიებს მეწარმეობაში;
- ტრადიციული ბიზნესისა და თანამედროვე, ინოვაციურ მეწარმეობას შორის ძირითადი განსხვავებები;
- ინოვაციური ტექნოლოგიების სტარტაპ კომპანიების გაცნობა;
- როგორ აღმოვაჩინოთ იდეა და ვაქციოთ სტარტაპად;
- ინოვაციური ტექნოლოგიური სტრატაპ იდეის გენერირება- ვორქშოფი;
- დაფინანსების წყაროები – მსოფლიოსა და საქართველოში;
- ბიზნეს გეგმის შედგენა – canvas business model.
ტრენერი:
ანა გელაშვილი – ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, ექაუნთ-მენეჯერი
ღონისძიება გაიმართება პროგრამა zoom-ში:
https://us02web.zoom.us/j/85099210529…
Zoom-ში შემოსვლამდე გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://bit.ly/3kIpyyV
თარიღი: 26 ნოემბერი
დასაწყისი: 13:00 საათი
მეწარმეობა და ტექნოლოგიური ინოვაციები