ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით მრგვალი მაგიდა გაიმართება.

  • რა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ ვითარდება და რა შეუძლია მას?
  • როგორ იყენებს მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტს და რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, როგორ იყენებენ ქართული ბიზნეს ორგანიზაციები მას?
  • რას ელოდება ადამიანი/მომხმარებელი მისგან?
  • ხელოვნური ინტელექტი და შეცვლილი რეალობა.
  • ხელოვნური ინტელექტი – გამოწვევა კომპანიებისთვის.
  • ხელოვნური ინტელექტი მენეჯმენტში – როგორ ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს?
  • სწავლების თავისებურებები – როგორ ვასწავლოთ? ახალი საუნივერსიტეტო საგნები შეცვლილი რეალობის კვალდაკვალ.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ მოწვეული სტუმრები:

  1. ქეთევან ლომინეიშვილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მოწვეული ლექტორი
  2. სანდრო ასათიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  3. ერეკლე მაღრაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიპირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის FB გვერდებზე.

 თარიღი: 30 ნოემბერი
დასაწყისი: 13:00 საათი

ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში
Scroll to top