უნივერსიტეტი ცოდნის მარკეტიზაციის ეპოქაში

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით მრგვალი მაგიდა გაიმართება.

  •  რა დარჩა ტრადიციული უნივერსიტეტისგან დღეს?
  • რა გავლენა იქონიეს ტექნოლოგიებმა და მარკეტიზაციამ საუნივერსიტეტო განათლებაზე?
  • როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებენ სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ცოდნის ეკონომიკის ეპოქაში?

მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილული იქნება ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი გავლენები უმაღლების განათლების სფეროში, განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთდება სოციალურ და ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგებზე, რომელიც ფოკუსში იშვიათად ხვდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების კონტექსტში.

 დისკუსიის მეორე ნაწილი შეეხება მარკეტიზაციის პროცესებს უნივერსიტეტებში, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ აქტიურად შეიმჩნევა. გაკეთდება შედარებითი ანალიზი ცოდნის მარკეტიზაციის პროცესისა საქართველოსა და განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებში, აგრეთვე განხილული იქნება უნივერსიტეტის იდეის ცვლილება და მასობრივი განათლების თანმდევი ეფექტები.

 მომხსენებლები:

  • სოფო შუბითიძე: პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრი; საინიციატივო ჯგუფი „ალტერნატივა სიციალური განვითარებისათვის“ დამფუძნებელი;
  •  ხვიჩა ყაზაიშვილი: ჟურნალისტი, მკვლევარი – მწვანე საზოგადოებრივი პლატფორმა, თბილისის ფაბიანური საზოგადოება. თსუ განათლების პროგრამის მაგისტრი.

ღონისძიება გაიმართება პროგრამა zoom-ში: https://us02web.zoom.us/j/88468169951?pwd=MUhZcENGd28vUjdYVU5ocnR5dE0wUT09

პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის FB გვერდებზე. Zoom-ში შემოსვლამდე გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3kIpyyV

 თარიღი: 21 ნოემბერი
დასაწყისი: 12:00 საათი

უნივერსიტეტი ცოდნის მარკეტიზაციის ეპოქაში
Scroll to top