თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თანამშრომლობით, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 14 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე „მარკეტინგი დამწყები მეწარმისათვის“ (მარკეტინგი, გზა წარმეტებული ბრენდის შესაქმნელად; განვითარება ტრადიციულიდან ციფრულ მარკეტინგამდე).
ტრენინგის მომხსენებელია გოგა საათაშვილი- მოწვეული ლექტორი და ინოვაციების ლაბორატორიის ბიზნეს ექსპერტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 200-ზე მეტი სტარტაპისა თუ მცირე ბიზნესის მრჩეველი მარკეტინგისა და მეწარმეობის მიმართულებით.
ტრენინგის მიზანია:
- დაეხმაროს მონაწილეებს მარკეტინგის სხვადასხვა ფორმის დიფერენცირებასა და პრაქტიკაში გამოყენებაში;
- შექმნას მარკეტინგული უნარების განვითარების შესაძლებლობები;
- გააცნოს მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კამპანიები და ჩართოს მათი შექმნის პროცესში;
- ხელი შეუწყოს ბაზარზე მოთხოვნადი კადრის შექმნას მარკეტინგის მიმართულებით;
ტრენინგის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგი მიმართულებებით:
- მარკეტინგი ტრადიციული ფორმით: განვითარების გზა, მეთოდები და პრაქტიკაში გამოყენების გზები;
- მომხმარებლის სეგმენტირების მეთოდები;
- მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის/მომსახურების შექმნა;
- ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია მარკეტინგი, კოპირაითინგი, საძიებო სისტემა და მისი ოპტიმიზაცია;
- ვირუსული მარკეტინგი და მარტივად გავრცელებადი კონტენტი;
- კამპანიის დაგეგმვა (პრაქტიკული სამუშაო);
მარკეტინგი დამწყები მეწარმისათვის