პრობლემის ანალიზი და გადაჭრის გზების დასახვა

თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თანამშრომლობით, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 16 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე „პრობლემის ანალიზი და გადაჭრის გზების დასახვა“
ტრენინგის მომხსენებელია: ნინო ბარნოვი – საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღონისძიებების მენეჯერი, სტარტაპ კომპანიის „საკურა ივენთის“ დამფუძნებელი და კრეატიული მენეჯერი.


ტრენინგის მიზანია:

  • დაეხმაროს მსმენელებს კომუნიკაციის როლის მნიშვნელობის განსაზღვრაში;
  • გააცნოს ტრენინგის მონაწილეებს ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ დაეხმარება ეფექტური კომუნიკაციის წარმართვაში;
  • გააცნოს ტრენინგის მონაწილეებს წარმატებული მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის 5 ძირითადი წესი;

ტრენინგის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგი მიმართულებებით:

  1. ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები;
  2. საქმიანი კომუნიკაციის ძირითადი საფეხურები;
  3. მესიჯ ბოქსების ჩამოყალიბება და განსაზღვრა;
  4. სხეული ენის როლი კომუნიკაციაში;
  5. პრაქტიკული კომპონენტი- მოდელირებული საქმიანი მოლაპარაკება;
პრობლემის ანალიზი და გადაჭრის გზების დასახვა
Scroll to top