უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები და დასაქმების პრობლემა

მრგვალი მაგიდა თემაზე: „უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები და დასაქმების პრობლემა“

მოწვეული სტუმრები არიან:

  • ირმა გრძელიძე – ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE). ხარისხი მართვის ევროპული ფონდის (EFQM) აკრედიტებული ექსპერტი.
  • მარინა ლომოური – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი. ტრენერი.
  • გიორგი გრიგოლაშვილი – ფილოსოფიის დოქტორანტი (პოლიტიკური ფილოსოფია) – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. ტრენერი.

თემები:

  • უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა – საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობები.
  • თსუ საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან.
  • დამსაქმებლებთან ურთიერთობა.
  • დამსაქმებლებთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების შესაძლებლობა.
  • საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია.
  • აბიტურიენტთა არჩევანის განმაპირობებელი ფაქტორები.
  • პოპულარული პროფესიები და დასაქმების შესაძლებლობები.

დისკუსიის მიზანი: თუ რამდენად არის თსუ-ში საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამისობაში დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან;

  • რა პროფესიებია მოთხოვნადი ბაზარზე;
  • რა მოტივებით ახორციელებენ აბიტურიენტები მომავალი პროფესიის არჩევას;
  • რამდენად არის ეს არჩევანი გაკეთებული პასუხისმგებლობით;
  • რას სთავაზობს თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით;
  • რამდენად არის გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში ბაზრის მოთხოვნები და რამდენად არის პროცესში ჩართული მსხვილი დამსაქმებლები.
უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები და დასაქმების პრობლემა
Scroll to top