დასაქმების ფორუმი სტუდენტებისთვის

28 მაისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სტუდენტების დასაქმების ფორუმი გაიმართება!

ფორუმზე მოსულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიების რეალურ ვაკანსიებს და დაესწრნონ უცხოელი კოლეგების მიერ გამართულ  ლექციებს დასაქმების სფეროში არსებული ტენდენციების შესახებ (ლექცია გაიმართება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე).

ფორუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით იმართება. 
ფორუმში მონაწილეობას იღებენ  თიბისი ბანკი, თიბისი დაზღვევა,  იუსტიციის სახლი, ნიკორა, დომინო,  სადაზღვევო  კომპანია არდი,   ჯი პი აი ჰოლდინგი, გუდვილი, კარფური, “ paul“, „palais de the” , „ yves rocher” ,  ბაზისბანკი, კრედო ბანკი, BDO, ვენდისი, დანკინი, პსპ დაზღვევა და  სხვ.
ფორუმის ჩატარების ადგილი: თბილისი, მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი, N3

დასაქმების ფორუმი სტუდენტებისთვის
Scroll to top