როგორ დავიწყოთ ახალი საქმე?

თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF)  თანამშრომლობით წარმოგიდგენთ  ტრენინგს სტუდენტებისათვის – “როგორ დავიწყოთ ახალი საქმე”.

ტრენინგს წარუძღვება   ICD – განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, Erickson Coaching International-ის სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენელი საქართველოში  ლალი ბადრიძე.  

ტრენინგზე განსახილველი თემებია:

  • საკუთარი თავის უკეთ გაცნობა;
  • ქცევის სტანდარტული მოდელები;
  • მიზნის დასახვა. ლოგიკური დონეები.
  • მოქმედება. პირველი ნაბიჯები. მიზანი: პიროვნული და პროფესიული განვითარება. 

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე. 
ტრენინგის ჩატარების დრო: 2019 წლის 15 თებერვალი, 10:30 სთ. 
მდებარეობა: თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 
მისამართი: მერაბ ალექსიძის  მე-2 შესახვევი №3 
ტრენინგზე დასწრებისათვის აუცილებელია გაიაროთ  წინასწარი რეგისტრაცია!
დასარეგისტრირებლად  მისამართზე cantt@sciencelib.ge მოგვწერეთ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, მობილურის ნომერი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14  თებერვალი 16:00 სთ. 
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
დამატებითი ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით:  599 43 40 53

როგორ დავიწყოთ ახალი საქმე?
Scroll to top