როგორ დავიწყოთ ბიზნესი?

4 ივლისს თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა თემაზე “როგორ დავიწყოთ ბიზნესი?”

ღონისძიება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად შედგა და მის ფარგლებში ქართველმა მეწარმე ქალებმა სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს საკუთარი გამოცდილება და რჩევები გაუზიარებეს.

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები იყვნენ:

  • ანა მიქაძე-ჩიკვაიძე – საქართველოს ყველის მწარმოებელთა გაერთიანება-გილდიის თავმჯდომარე, „ყველის სახლის“ დამფუძნებელი, ფესტივალების „ქართული ყველისა“ და „კავკასიური ყველის“ დამფუძნებელი;
  • სოფიო ჯიქია – კომპანია „ჩირიფრუტის“ დამფუძნებელი;
  • მარიამ კუბლაშვილი – ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო „ზღარბის“ დამფუძნებელი.
როგორ დავიწყოთ ბიზნესი?
Scroll to top