ნაბიჯები კარიერული წარმატებისკენ

თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თანამშრომლობით, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 4 დეკემბერს გაიმართება ტრენინგი თემაზე „ნაბიჯები კარიერული წარმატებისკენ“
ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მსმენელს შეიცნოს საკუთარი თავი. გაეცნოს და შეარჩიოს მისთვის შესაფერის კარიერული განვითარების ინსტრუმენტებს, ტექნიკებს.
განსახილველი საკითხები:

  1. ვიცნობ მე საკუთარ თავს?
  2. ტერმინალური და ინსტრუმენტალური ფასეულობები;
  3. მოკლედ ემოციური ინტელექტის შესახებ;
  4. სხეულის ენა;
  5. რეკრუტერის მოხიბვლის ხელოვნება(ჯგუფური სავარჯიშო)

ტრენინგის მომხსენებელია:
ლილი ბიბილაშვილი – სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი; კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; ადამიანური რესურსების პროფესიონალთა გილდიის დირექტორი;

გისურვებთ წარმატებას!

ნაბიჯები კარიერული წარმატებისკენ
Scroll to top