თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თანამშრომლობით, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 4 დეკემბერს გაიმართება ტრენინგი თემაზე „ნაბიჯები კარიერული წარმატებისკენ“
ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მსმენელს შეიცნოს საკუთარი თავი. გაეცნოს და შეარჩიოს მისთვის შესაფერის კარიერული განვითარების ინსტრუმენტებს, ტექნიკებს.
განსახილველი საკითხები:
- ვიცნობ მე საკუთარ თავს?
- ტერმინალური და ინსტრუმენტალური ფასეულობები;
- მოკლედ ემოციური ინტელექტის შესახებ;
- სხეულის ენა;
- რეკრუტერის მოხიბვლის ხელოვნება(ჯგუფური სავარჯიშო)
ტრენინგის მომხსენებელია:
ლილი ბიბილაშვილი – სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი; კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; ადამიანური რესურსების პროფესიონალთა გილდიის დირექტორი;
გისურვებთ წარმატებას!