ინტერნეტი და პირადი ინფორმაციის დაცვის პრობლემები

თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თანამშრომლობით, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, 6 დეკემბერს, 16:00 საათზე ჩატარდება სწავლება-სემინარი თემაზე „ინტერნეტი და პირადი ინფორმაციის დაცვის პრობლემები“.
ინტერნეტს ვიყენებთ ყველგან და ყოველთვის. თუმცა, იშვიათად დავფიქრებულვართ, რამდენად უსაფრთხოა მისი გამოყენება და რამდენად შეგვიძლია ვანდოთ მას ისეთი ძვირფასი აქტივი, როგორიცაა პერსონალური მონაცემები.

ღონისძიების ფარგლებში გავეცნობით შემდეგ საკითხებს:

  1. რა არის პერსონალური მონაცემები და რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მათ?
  2. სად ვტოვებთ კვალს, როცა ვსარგებლობთ ინტერნეტით?
  3. როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი ინტერნეტში?

ღონიძიების მომხსენებელია კიბერ-უსაფრთხოების მაგისტრი გვანცა გრიგოლია.

ინტერნეტი და პირადი ინფორმაციის დაცვის პრობლემები
Scroll to top