მრგვალი მაგიდა თემაზე: „უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები და დასაქმების პრობლემა“
მოწვეული სტუმრები არიან:
- ირმა გრძელიძე – ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE). ხარისხი მართვის ევროპული ფონდის (EFQM) აკრედიტებული ექსპერტი.
- მარინა ლომოური – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი. ტრენერი.
- გიორგი გრიგოლაშვილი – ფილოსოფიის დოქტორანტი (პოლიტიკური ფილოსოფია) – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. ტრენერი.
თემები:
- უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა – საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობები.
- თსუ საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან.
- დამსაქმებლებთან ურთიერთობა.
- დამსაქმებლებთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების შესაძლებლობა.
- საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია.
- აბიტურიენტთა არჩევანის განმაპირობებელი ფაქტორები.
- პოპულარული პროფესიები და დასაქმების შესაძლებლობები.
დისკუსიის მიზანი: თუ რამდენად არის თსუ-ში საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამისობაში დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან;
- რა პროფესიებია მოთხოვნადი ბაზარზე;
- რა მოტივებით ახორციელებენ აბიტურიენტები მომავალი პროფესიის არჩევას;
- რამდენად არის ეს არჩევანი გაკეთებული პასუხისმგებლობით;
- რას სთავაზობს თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით;
- რამდენად არის გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში ბაზრის მოთხოვნები და რამდენად არის პროცესში ჩართული მსხვილი დამსაქმებლები.
უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები და დასაქმების პრობლემა