ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თიბისი ბანკის თანამშრომლობით გაიმართება ტრენინგი თემაზე “ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების საფუძველი, თანამედროვე სამყაროში არსებული რისკები და თავდაცვის მექანიზმები” ტრენინგის მიზნები
- გააცნოს ტრენინგის მონაწილეებს რა არის ინფორმაცია, რა ტიპის ინფორმაციები არსებობს, რას გულისხმობს ინფორამციული და კიბერ უსაფრთხოება;
- გააცნოს ტრენინგის მონაწილეებს რა ტიპის რისკები არსებობს კიბერ სივრცეში, ვინ
- არიან აღნიშნული რისკების წყაროები და როგორ დავიცვათ თავი;
- გააცნოს ტრენინგის მონაწილეებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
- მიმდინარე კიბერ თაღლითობები და მათგან თავდაცვის საშუალებები;
- გააცნოს ტრენინგის მონაწილეებს ელ.ფოსტის, ინტერნეტის,
- ორგანიზაციის;ელექტრონული სისტემების უსაფრთხო მოხმარების წესები;
- გააცნოს ტრენინგის მონაწილეებს საერთაშორისო ISO 27001 სტანდარტის საფუძვლები;
- გააცნოს ტრენინგის მონაწილეებს, თუ როგორ იყენებენ ორგანიზაციები ISO 27001 სტანდარტს, რათა უზრუნველყონ რისკების მართვაზე დაფუძნებული უსაფრთხო გარემოს არსებობა;
- გააცნოს ტრენინგის მონაწილეებს ბიზნეს უწყვეტობის საფუძვლები.
ტრენინგის თემატიკა 5 საათის განმავლობაში შემდეგ საკითხებად იქნება დაყოფილი: - ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგი;
- საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ;
- ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების გამოწვევები;
- ISO 27001 შესავალი;
- ISO 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები Annex A;
- Cyber Kill Chain მიმოხილვა;
- ინფორმაციის კლასიფიკაცია
ტრენერი: ირაკლი გაგოშიძე – კრისტალის ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ღონისძიება გაიმართება პროგრამა Zoom-ში:
https://us02web.zoom.us/j/81166804422
Zoom-ში შემოსვლამდე გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://bit.ly/3kIpyyV
თარიღი: 23 ოქტომბერი
დასაწყისი: 12:00 საათი
ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების საფუძველი თანამედროვე სამყაროში: არსებული რისკები და თავდაცვის მექანიზმები