ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართება ტრენინგი თემაზე “კრეატივი ბიზნესში”
ტრენინგის მიზნები:
- გააცნოს მონაწილეებს როგორ შეიძლება გამოიყენოს კრეატივი საკუთარი თუ ბიზნესის მიზნებისთვის.
- შეასწავლოს ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების მთავარი პრინციპები, კონკრეტული ტექნიკების მაგალითებზე;
- გააცნოს მონაწილეებს კრეატივის მთლიანი პროცესი – დავალების მიღებიდან, იდეის აღსრულებამდე;
- გააცნოს მონაწილეებს ბიზნესში კრეატივის გამოყენების საუკეთესო მაგალითები როგორც საერთაშორისო ასევე ლოკალურ ბაზრებზე;
- გააცნოს ის რესურსები და ხელსაწყოები, რომლებსაც კრეატიული ინდუსტრიები იყენებენ – შემოქმედებითი პროექტების განხორციელებისთვის.
ტრენინგის თემატიკა 5 საათის განმავლობაში შემდეგ საკითხებად იქნება დაყოფილი:
- რა არის კრეატივი და რა გამოყენება აქვს მას ბიზნესში?
- რატომ არის კრეატივი – მომავლის მთავარი უნარი?
- რა არის შემოქომედებითი აზროვნება და რა პროცესს გულისხმობს ის?
- რა ტექნიკები არსებობს შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად?
- როგორ შეუძლია ბიზნესს კრეატივით მოიპოვოს უპირატესობა?
ტრენერი:
ეკა ყიფიანი – კრეატიული დირექტორი ( JWT Metro)
ღონისძიება გაიმართება პროგრამა zoom-ში:
https://us02web.zoom.us/j/85424808383
zoom-ში შემოსვლამდე გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://bit.ly/3kIpyyV
თარიღი: 5 ოქტომბერი
დასაწყისი: 12:00 საათი
კრეატივი ბიზნესში