თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ტრენინგს სტუდენტებისათვის – “როგორ დავიწყოთ ახალი საქმე”.
ტრენინგს წარუძღვება ICD – განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, Erickson Coaching International-ის სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენელი საქართველოში ლალი ბადრიძე.
ტრენინგზე განსახილველი თემებია:
- საკუთარი თავის უკეთ გაცნობა;
- ქცევის სტანდარტული მოდელები;
- მიზნის დასახვა. ლოგიკური დონეები.
- მოქმედება. პირველი ნაბიჯები. მიზანი: პიროვნული და პროფესიული განვითარება.
ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.
ტრენინგის ჩატარების დრო: 2019 წლის 15 თებერვალი, 10:30 სთ.
მდებარეობა: თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
მისამართი: მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი №3
ტრენინგზე დასწრებისათვის აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია!
დასარეგისტრირებლად მისამართზე cantt@sciencelib.ge მოგვწერეთ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, მობილურის ნომერი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 თებერვალი 16:00 სთ.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 43 40 53