პროფესიული პროექტის შედგენა

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ 8 საათიან ტრენინგს ’’ პროფესიული პროექტის შედგენა’’.

ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი №3), სამშაბათს, 29 იანვარს, 09:00 საათზე.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

ტრენინგი მიზნად ისახავს ინდივიდუალური პროფესიული გეგმის შემუშავების ტაქტიკისა და მეთოდოლოგიის შესწავლას.

ტრენინგის თემებია:

  • პროფესიული პროექტის ირგვლივ, უკვე არსებული, მეთოდების და კითხვარების პრეზენტაცია.
  • კონკრეტული, სტუდენტის პროფილის შესაფერისი, მეთოდის შერჩევა და გამოყენება.
  • კოლექტიური აზროვნების და პრობლემის კოლექტიურად გადაჭრის წახალისება და პრაქტიკაში დანერგვა.
  • ინოვაციური აზროვნების პროცესში სტუდენტის ჩაბმა.

ტრენინგს გაუძღვება პროფესიული სწავლებისა და ხელოვნების ეროვნული კონსერვატორიის (CNAM) პროფესორი კიმ ვუ პარიზიდან. CNAM-ს აქვს 158 პროფესიული გადამზადების ცენტრი, სადაც ამჟამად 69 000 სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა უნარ-ჩვევებს.

ტრენინგზე წინასწარ დარეგისტრირება აუცილებელია!
დასარეგისტრირებლად ან/და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ 27 იანვრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტა, მობილურის ნომერი, უნივერისტეტის დასახელება და ფაკულტეტი მისამართზე cantt@sciencelib.ge

ტრენინგის ჩატარების დრო – 2019 წლის 29 იანვარი 9:00 – 18:00
ტრენინგის ენა – ინგლისური
მდებარეობა – თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა
მისამართი: მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი №3

პროფესიული პროექტის შედგენა
Scroll to top