CANTT-ის პოსტები

ცენტრის გახსნა

2019 წლის 18 თებერვალს თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ის 2018 წელს დაარსდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF (Agence universitaire de la Francophonie) და TBC ბანკის თანამშრომლობით.

პროფესიული პროექტის შედგენა

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ 8 საათიან ტრენინგს ’’ პროფესიული პროექტის შედგენა’’. ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი №3), სამშაბათს, 29 იანვარს, 09:00 საათზე.მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია! ტრენინგი მიზნად ისახავს ინდივიდუალური პროფესიული გეგმის შემუშავების ტაქტიკისა და მეთოდოლოგიის შესწავლას. ტრენინგის თემებია: პროფესიული პროექტის […]

Scroll to top