ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართება ტრენინგი თემაზე “კრეატივი ბიზნესში”


ტრენინგის მიზნები:

  • გააცნოს მონაწილეებს როგორ შეიძლება გამოიყენოს კრეატივი საკუთარი თუ ბიზნესის მიზნებისთვის.
  • შეასწავლოს ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების მთავარი პრინციპები, კონკრეტული ტექნიკების მაგალითებზე;
  • გააცნოს მონაწილეებს კრეატივის მთლიანი პროცესი – დავალების მიღებიდან, იდეის აღსრულებამდე;
  • გააცნოს მონაწილეებს ბიზნესში კრეატივის გამოყენების საუკეთესო მაგალითები როგორც საერთაშორისო ასევე ლოკალურ ბაზრებზე;
  • გააცნოს ის რესურსები და ხელსაწყოები, რომლებსაც კრეატიული ინდუსტრიები იყენებენ – შემოქმედებითი პროექტების განხორციელებისთვის.


ტრენინგის თემატიკა 5 საათის განმავლობაში შემდეგ საკითხებად იქნება დაყოფილი:

  • რა არის კრეატივი და რა გამოყენება აქვს მას ბიზნესში?
  • რატომ არის კრეატივი – მომავლის მთავარი უნარი?
  • რა არის შემოქომედებითი აზროვნება და რა პროცესს გულისხმობს ის?
  • რა ტექნიკები არსებობს შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად?
  • როგორ შეუძლია ბიზნესს კრეატივით მოიპოვოს უპირატესობა?


ტრენერი:
ეკა ყიფიანი – კრეატიული დირექტორი ( JWT Metro)
ღონისძიება გაიმართება პროგრამა zoom-ში:
https://us02web.zoom.us/j/85424808383
zoom-ში შემოსვლამდე გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://bit.ly/3kIpyyV
თარიღი: 5 ოქტომბერი
დასაწყისი: 12:00 საათი

კრეატივი ბიზნესში
Scroll to top