ბიზნეს და სამეცნიერო ეთიკა

21 იანვარს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართა სემინარი თემაზე – “ბიზნეს და სამეცნიერო ეთიკა”.

ღონისძიება თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს.

სემინარის მომხსენებლები იყვნენ:

  • ჟან-კლოდ რუანო-ბორბალანი – CNAM-ის პროფესორი; განათლებისა და სოციალური პოლიტიკის ევროპული ინსტიტუტის პრეზიდენტი.
  • ირმა გრძელიძე – ასოცირებული პროფესორი; ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE); ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) აკრედიტებული ექსპერტი;
  • თამარ ჩივაძე – GIPA-ს (Georgian Institute of Public Affairs) ასოცირებული პროფესორი.
ბიზნეს და სამეცნიერო ეთიკა
Scroll to top